“ამ ქვეყანაში, ჩემდა სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომელიც ამ მთავრობას უყურებს, რომელიც რასაც კი შეეხო, ყველაფერი გააფუჭა და არაფერი არ გამოსვლიათ, დაიჯერა, რომ რესპირატორული ვირუსი, რომელიც ჰაერში დაფრინავს, ამის გაკავებაში არიან მაგრები და ამაზე ქულები დაიწერეს. ახლა პირიქით, შეტრიალებული აქვთ ფირფიტა.”
ზურაბ ჯაფარიძე – გირჩის ლიდერი
მან ფორმულას ეთერში თქვა, რომ ის, რაც ახლა ხდება, ქართული ოცნების წინასაარჩევნო სტრატეგიაა.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 666-ს შეადგენს.