ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თბილისსა და ქუთაისში სწრაფ ტესტებზე გადავალთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისსა და ქუთაისში ანტიგენის სწრაფი ტესტით დიაგნოსტiრება იგეგმება. მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია გასცეს, რამდენიმე კომპანიის მიერ ნაწარმოებ ანტიგენ ტესტზე, რომელიც დაახლოებით 15 წუთში იძლევა პასუხს ვირუსზე.

“ყველაზე მეტი შემთხვევების რაოდენობა სადაც გვაქვს ამ დროისთვის, ცხელების ცენტრებსა და პოლიკლინიკებში, იქ შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე. ამ დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის, სადაც დიდი მოწოლაა, თბილისსა და ქუთაისში, ცხელებიანი და სიმპტომიანი ადამიანების, ასე მოხდება დიაგნოსტირება” ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 და გამოჯანმრთელდა 328 მოქალაქე.

იტვირთბა....