„საქართველოს ზოგიერთ სოფელში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ და ქრისტიანულ და მუსლიმურ დღესასწაულებს აღნიშნავენ“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ფაშისტური თეზისები მოგვარებას ხელს არ უწყობს.
“რატომ შეუძლიათ აზერბაიჯანელებს და სომხებს რუსეთში ერთად იცხოვრონ, საერთო ბიზნესი და შერეული ოჯახები ჰქონდეთ? საქართველოს ზოგიერთ სოფელში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ და ქრისტიანულ და მუსლიმურ დღესასწაულებს აღნიშნავენ. რატომ ცხოვრობს აზერბაიჯანში ათასობით სომეხი ღირსეულად, როგორც ჩვენი მოქალაქეები?- ამიტომ, მსგავსი ფაშისტური თეზისები მოგვარებას ხელს არ უწყობს,”- განაცხადა ალიევმა რუსულ სააგენტო „ტასთან” ინტერვიუში.