ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ამინდი უარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

საქართველოში ამინდი უარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

იტვირთბა....