ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,გარდაიცვალა სახლში, კოვიდინფექციით. საავადმყოფომდე ვერ მიაღწია”

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა მანაგაძე წერს, რომ მისი ბიძაშვილი, მოულოდნელად გარდაიცვალა.

,,გარდაიცვალა სახლში. კოვიდინფექციით, საავადმყოფომდე ვერ მიაღწია. არ ჰქონდა გუშინ მაღალი სიცხე. ამ ტემპერატურით საავადმყოფოები არ იღებენ პაციენტებს. დღეს მოულოდნელმა სიკვდილმა იმსხვერპლმა ჩემი ძვირფასი და საყვარელი ბიძაშვილი დოდო მესხი. და კოვიდთან დაკავშირებულ არცერთ სტატისტიკაში შევა.

ყველაფერი კარგად და კონტროლქვეშ კი არა, ძალიან ცუდადაა. ადამიანებმა თვითონ უნდა გაუფრთხილდნენ თავს ზედმიწევნით. მხოლოდ ჰიგიენის იმედად უნდა ვიყოთ” – წერს ანა მანაგაძე.

იტვირთბა....