ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სახლში ფეხით წავედი, დაახლოებით 4 კილომეტრზე მეტი გავიარე” – კოვიდინფიცირებული მომღერალი

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი, კლინიკიდან ფეხით გამოუშვეს და 4-კილომეტრზე მეტი იარა. ამის შესახებ მან ,,რუსთავი2″-ის ეთერში განაცხადა.

“ვუსმენდი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და რაღაცებზე ცოტა მეცინებოდა. გამოკვლევები რომ დამთავრდა, სასწრაფოს ვურეკავდი, რომ სახლში გადავეყვანე და მითხრეს, რომ ტაქსით წავსულიყავი კოვიდინფიცირებული. როცა ვუპასუხე, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი. მერე დამაკვალიანეს, სხვა გზა არ არის, სასწრაფოს პროტოკოლით არ ეკუთვნის პაციენტის უკან სახლში გადაყვანაო. ხომ არ მოვითხოვდი კლინიკაში დაწვენას, უფრო მძიმე პაციენტები უფრო საჭიროებენ კლინიკაში განთავსებას, ვიდრე მე.

მერე ავდექი და სახლში ფეხით წავედი. დაახლოებით 4 კილომეტრზე მეტი გავიარე. როცა მივედი სახლში, ვიყავი ძალიან ცუდად. უხერხულია დეტალების მოყოლა. მივხვდი, რომ უფრო მეტად გამირთულდა სუნთქვა, გუშინ განსაკუთრებულად ვერ ვიგრძენი თავი და გადმოვედი ბოჭორიშვილის კლინიკაში” – განაცხადა ტატიშვილმა.

ცნობისათვის, 14 ოქტომბერს ნოდიკო ტატიშვილი კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

იტვირთბა....