“ბოლნისიდან, რომ გამოდიოდა მას აედევნა ორი ავტომობილი. მან ისინი იცნო, რადგან თვითონ ბოლნისელია და ისინიც ბოლნისელები არიან. ერთ მანქანას საკრებულოს წევრი წაქაძე მართავდა, რომელიც ახლა გოგი მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელიც არის. ეს მანქანები ცდილობდნენ, რომ გაეჩერებინათ ჩვენი მხარდამჭერის მანქანა და ალბათ უნდოდათ, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ მას. რადგან ის არ გაჩერდა, შემდეგ ცდილობდნენ შეჯახებებით გადაეგდოთ გზიდან და ეს მანქანას ეტყობა კიდეც. მათ 6-ჯერ განახორციელეს ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლა და 1 ტყვია მანქანას მოხვდა. ასეთ პირობებში გვიწევს არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
კახა ოქრიაშვილი – გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.
ბოლნისი-მარნეულის გზაზე კახა ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს.