aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოლნისი-მარნეულის გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა გუჯა ჯაფარიძემ განუცხადა, დაზიანებულია ლევან მიქელაძის მანქანა და მას ნატყვიართან ერთად მანქანის შეჯახების კვალიც ეტყობა.

„შემთხვევა დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა. მარნეული-ბოლნისის შუა მონაკვეთში კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერს, ლევან მიქელაძეს ჯერ მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, რომ არ დაემორჩილა, ესროლეს. მანამდე მანქანა დააჯახეს, უკანა „ბამპერზე” აქვს ნატყვიარი. მანქანის ნომერი არ იცის, მაგრამ „ფიატის” მარკის ავტომობილია. მას დაზიანება არ აქვს, მანქანას ეტყობა ნატყვიანი და გვერდიც დაზიანებული აქვს შეჯახების შედეგად. ადგილზე საპატრულო პოლიციაა გამოძახებული და ველოდებით” – განაცხადა გუჯა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....