პარტია “მოქალაქეების “ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნები 2 დღეზე გადანაწილდეს.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ვირუსის გავრცელებას ვერ აკონტროლებს, ამიტომ საჭიროა ღონისძიებების მიღება.
“ჩვენი პოლიტიკური გუნდი, პარტია მოქალაქეები, ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას ვთავაზობთ ასეთ გამოსავალს: ნაცვლად 31 ოქტომბერს, შაბათს ერთ დღიანი არჩევნებისა, ჩავატაროთ არჩევნები ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, 2 დღის განმავლობაში.
მოვუწოდებთ, როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამ დისკუსიაში ჩავერთოთ დაუყონებლივ და ეს გადაწყვეტილება მივიღოთ”,-თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე და განაცხადა, რომ “სისულელებზე კომენტარს არ გააკეთებს.”
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.