“სისულელეზე ნუ გამაკეთებინებთ განცხადებას და კომენტარს. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად, როგორც ეს ყველა განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება, სადაც მაქსიმალურად იქნება ადამინების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული. დაცული იქნება ისე, როგორც არსად და არასდროს.”
კახა კალაძე – თბილისის მერი
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა “ქართულ ოცნებას” მოუწოდა ემსჯელათ ორდღიან აჩევნების ჩატარებაზე, რათა პრობლემები არ შეიქმნას ხმის მიცემის პროცესში.