ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უმძიმესი პერიოდი გველის, სრული ლოქდაუნი ინფიცირების ტემპს შეანელებს, მაგრამ ეკონომიკას ჩამოაქცევს” – პოლიტოლოგი

პოლიტოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

როგორც კაჭკაჭიშვილი წერს, თუ ინფიცირების ეს ტემპი გაგრძელდა, ჯანდაცვის ობიექტები საერთოდ ვერ მიიღებენ პაციენტებს და, ალბათ, საველე ჰოსპიტლებს გახსნიან ქუჩებში.

“ჯანდაცვის სამნისტროს ინფორმაციით, საქართველოში დღეს 972 საწოლია თავისუფალი ინფიცირებულებისთვის. დღიური მაჩვენებლები (დაახლოებით 1200 ახალი შემთხვევა) უკვე თავისუფალი საწოლების რაოდენობას აჭარბებს. ამასთან, გამოჯანმრთელებულები (ე,ი, გამოთავისუფლებული საწოლების რაოდენობა) დაახლოებით 3-4 ჯერ ჩამორჩება დაინფიცირების ახალ შემთხვევებს.

რა გამოდის? თუ ინფიცირების ეს ტემპი გაგრძელდა (და რატომ არ გაგრძელდება, ვერ ვხვდები), ჯანდაცვის ობიექტები საერთოდ ვერ მიიღებენ პაციენტებს და, ალბათ, საველე ჰოსპიტლებს გახსნიან ქუჩებში. მაგრამ ამ საველე ჰოსპიტლებს მომსახურება ხომ სჭირდება? ექიმები, აპარატურა და მედიკამენტები ხომ სჭირდება? სასუნთქი აპარატები?

სრული ლოქდაუნი ინფიცირების ტემპს შეანელებს, მაგრამ ეკონომიკას საბოლოოდ ჩამოაქცევს. წერტილოვანი ინტერვენციები, ყველა ვხედავთ, ეფექტიანი არ არის. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ურჩევნია ინფიცირებით გამოწვეულ სტრესს გაუსწოროს თვალი, ვიდრე ეკონომიკის ჩამოქცევით გამოწვეულ უბედურებას. არჩევნებამდე მაინც…

მოკლედ, ბოდიში და, უმძიმესი კვირები (თვეები?) გველის ყველა ფრონტზე!” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

იტვირთბა....