ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმოქმედეთ თორემ გვიანდება! აქ ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი!” – კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი

სოციალურ ქსელში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი, გიორგი გოდერძიშვილი პოსტს აქვეყნებს.

აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“იმოქმედეთ თორემ გვიანდება!!!!!! აქ ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი, განსაკუთრებით მოხუცები. მინდა რომ ჩვენს შვილებს ყავდეთ ბებია, პაპები და ნუ აგვიანებთ, გთხოვთ!!

11-ე დღეა ვწევარ კლინიკაში. ვებრძვი კოვიდ 19-ს. დადასტურების დღესვე მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ და კონტაქტებს დაადგენდნენ, თუმცა ამ დრომდე არავინ დამკავშირებია.

არ დაინტერესებულან ჩემი კონტაქტებით, მითუმეტეს, რომ ყოველ დღე ვრეკავ (ეს 10 დღე) ჯანდაცვაში და 112-ში და ვთხოვ, რომ კონტაქტების აღწერა მოახდინონ შემდგომი პრევენციის მიზნით, მათი პასუხია, რომ დამიკავშირდება ეპიდემიოლოგი,თუმცა ამაოდ…..

იტალიას რომ დავემსგავსებით მერე გაინძრევა ჯანდაცვა? საქართველოს მთავრობა სირცხვილია ესე უმოქმედობა. როცა საჭირო არ იყო ჩაგვკეტეთ და ეხლა, როცა ათასეულობითაა ინფიცირებული იკიდებთ…!!”, – წერს გიორგი გოდერძიშვილი.

იტვირთბა....