ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაქცინის იმ რაოდენობით, რომელიც საქართველოს აქვს შესყიდული, ძალიან ბევრი მოქალაქის გადარჩენას შევძლებთ” – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინების დეფიციტია. საქართველომ მოახერხა და ამ დეფიციტის მიუხედავად, შეიძინა ვაქცინის უპრეცედენტო რაოდენობა, 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე წინა წლებში.

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ნაბიჯი მოქალაქეებისთვის გადაიდგა. მისი თქმით, აუცილებელია უპირველესად აიცრას რისკ-ჯგუფი.

„ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინების დეფიციტია. საქართველომ მოახერხა და ამ დეფიციტის მიუხედავად შეიძინა ვაქცინის უპრეცედენტო რაოდენობა, 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე წინა წლებში ვიყენებდით. წინა წლებში ხშირ შემთხვევაში გვქონდა ვაქცინების ნაშთი. ამის მიუხედავად, ეს ნაბიჯი გადავდგით და ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიყიდეთ ვაქცინა. მნიშვნელოვანია, რომ უპირველესად ავცრათ რისკ-გუფი. ეს არაა ჩვენი მხრიდან შერჩეული ადამიანები, რომლებსაც გარკვეულ პრივილეგიებს ვანიჭებთ, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც ნამდვილად ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. პირადად მეც მივყვები დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროტოკოლს და დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინის იმ რაოდენობით, რომელიც დღესდღეობით საქართველოს აქვს შესყიდული, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის გადარჩენას შევძლებთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

იტვირთბა....