“გვაქვს ორი არჩევანი – დავიცვათ წესები, ვირუსთან თანაცხოვრებას მივეჩვიოთ იმ პირობებში, როცა სისტემა ამისთვის მზად არის და მეორე, შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები, ამის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია.”
ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
ამის შესახებ მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
საქართველოში დღეს, 19 ოქტომბერს ინფიცირების 1186 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.