“ნუ გამოიტანთ დასკვნას რომ მე მომხრე ვარ წინასწარპატიმრობისა, მაგრამ არც ის მიმაჩნია დამაჯერებელ არგუმენტად, რომ რადგან ბრალდებულნი ამბობენ რომ დამნაშავე არ არიან,
ამის გამო მათზე უნდა შეწყდეს გამოძიება… ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს დრო გამოაჩენს.”
მეუფე ანტონი – არქიმანPostდრიტი
აღნიშნულით მეუფე ანტონი დავით გარეჯის ტემას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.