“ჩემს შტაბსა და სამუშაო ოთახში სუს-ი აპარატის დასაყენებლად შევიდა,” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ისნის მაჟორიტატობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დეკანოიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, საარჩევნო შტაბში უკანონო შეჭრა მოხდა. დეკანოიძე მომხდარზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს და მიზეზად შტაბში აპარატურის დაყენებას ასახელებს.
“ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ. უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ ვინც იყო გაიქცა. უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია ვინც შეაღწევდა და რისთვის. ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუს-ი“. – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.