“დახურეთ თქვენი ტელევიზია და შეწყვიტეთ ერთი პარტიის პროპაგანდისტული არხობა,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტს განუცხადა.
ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი ენმ-ს ლიდერისთვის კითხვის დასმას ცდილობს, რა დროსაც ვაშაძე ამბობს, – “მომაშორეთ ეს ხალხი”.
აღნიშნულის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტს მოუბრუნდა და განუცხადა, რომ “იმედი” უნდა დაიხუროს.