ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობის მიერ ბათუმში ორგანიზებული აქცია შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმში, გუშინდელი აქციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ “ენმ”-ს და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ფეისბუქ” პოსტში ეპიდემიის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა და  დასძინა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდა ხელისუფლების უპასუხისმგებლობამ განაპირობა.

„დიდი ძალისხმევის მიუხედავად, თითქოს ენმ გაქრა რადარებიდან, პარტიამ რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება განახლებული რესურსებით. გუშინდელი ხალხმრავალი აქცია გამოხატავდა გამარჯვებული პარტიის სულისკვეთებას. რაც შეეხება ეპიდემიის გავრცელების საშიშროების დაკავშირებას გუშინდელ აქციასთან, ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ განაპირობა ინფიცირებულების ზრდა. მაშინ, როცა ხალხი ყველაზე მკაცრი აკრძალვებით გამოკეტეს სახლებში, ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ მეორე ტალღის რისკებზე, რაც არ გააკეთეს და ახლა ურცხვად ცდილობენ დაუცველ ხალხზე ხელების შეწმენდას. აქვე საგანგებოდ მინდა ავღნიშნო, რომ ენმ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას, თუმცა ეს მოხდება ყველა რეგულაციის დაცვით. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ ჩვენ ქვეყანას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, კოვიდპანდემიის ფონზე  “ნაციონალურმა მოძრაობამ” მრავალრიცხოვანი აქცია გამართა. აღსანიშნავია, რომ აქციაზე არ იყო დაცული სოციალური დისტანცია. აქციაძე შეკრებილ მოქალაქეებს არც პირბადეები ეკეთათ.

 

 

იტვირთბა....