aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა პირადი დაძაბულობა ჰქონდა არქიმანდრიტ კირიონს და გიორგი გახარიას დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით?

aviabiletebi
ავიაბილეთები

არქიმანდრიტმა კირიონმა “ალტ-ინფოს” ეთერში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

არქიმანდრიტმა “ალტ-ინფორ” ეთერში საუბრისას განაცხადა, თუ როგორ რეაგირებდნენ დავით გარეჯის საქმეზე “ქართული ოცნების” დროს დანიშნული პრემიერმინისტრები.

როგორც მამა კირიონი აცხადებს, მამუკა ბახტაძის შემდეგ პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშნულ გიორგი გახარიასთან მას დავით გარეჯის საკითხის გამო პირადი დაძაბულობა ჰქონდა, რაც მისავე მძაფრ და შეუვალ კრიტიკაში გამოიხატებოდა.

“მერე მოდის გახარია, რომლის დროსაც არათუ გაიყინა საქმე და გაჩერებულია, სტაგნაციაა. ანუ, თითქმის, ლამის დაადგა იმ კურსს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებდა და აი, აქ უკვე ხდება მონასტრის დაძაბულობა და გემახსოვრებათ ჩემი კრიტიკა მისდამი, როგორი მძაფრი და შეუვალი იყო.

ამ დაძაბულობის პიკზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ მე და გახარიასაც გვაქვს ერთმანეთში, ბრუნდება პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი და მე მივდივარ მასთან და ვეუბნები, ირაკლი, აქ ხალხი საქმეში ვერ ერკვევა, ვერ იხედებიან ღრმად და ძალიან გთხოვ დამეხმარე”. – განაცხადა მამა კირიონმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ცნობისთვის, დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

იტვირთბა....