ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ კოვიდინფიცირების მზარდი ციფრების მოლოდინი ისევ არსებობს
როგროც ბუწაშვილმა აღნიშნა, შეკავების ფაზის შემდეგ, როდესაც რეგულაციები სუსტდება, აღმავლობა მოსალოდნელია.
„ზაფხულში ცოტა ზედმეტი სიმშვიდე დაგვეუფლა, თითქოს ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კორონა ჩვენგან შორის იყო. ეს პარადოქსულია, გაოცებული ვუყურებ და ვკითხულობ სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დევს, ხალხს ვირუსის არსებობის არ სჯერა. ასეთ ადამიანებს ათასჯერ უნდა ვუთხრათ, რომ ნუ ეხუმრებიან ამ დაავადებას, როგორ შეიძლება დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ კორონა არ არსებობს. უკვე აღარ არსებობს ოჯახი, სამეზობლო ან მეგობარი, რომ კორონა არ ჰქონდეს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, ეს არის საოცრება“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.