მთავარი ციტატა

“გახარია გაექცა დებატებს, არ მოვიდა – მოვიდა მამუკა მდინარაძე, რომელმაც შვიდი ტყუილი თქვა” – გიორგი ვაშაძე

„გუშინდელ დებატებში ვნახეთ ბევრი ისეთი ტყუილი, რომლითაც ზოგადად „ქართული ოცნება“ საზოგადოებას კვებავს. გიორგი გახარია გაექცა დებატებს, არ მოვიდა. მოვიდა მამუკა მდინარაძე, რომელმაც შვიდი ტყუილი თქვა.”

გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

ამასთან, როგორც ვაშაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე, რატომ ინახავს პრემიერ-მინისტრი ნახევარ მილიონზე მეტს დოლარში, მაშინ, როცა ხალხს მოუწოდებს, ეროვნულ ვალუტას ენდოს.

შეგახსენებთ, გუშინ, საზოგადოებლივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, მამუკა მდინარაძის და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძის შორის დებატები გაიმართა. 

იტვირთბა....