“დავით გარეჯის საკითხის მოგვარება ფულით, რომ ყოფილიყო შესაძლებელი ნებისმიერ ფულს ვიშოვიდი, სიამოვნებით გადავიხდიდი, რათა ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილიყო”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკშვილმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
მისი განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი არ არის მხოლოდ საარჩევნო ტრიუკი.
,,ქართველმა ხალხმა ამათი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია გამოიცვალა. ერთადერთი მეცოდებიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ძალიან დამსახურებული მუშაკები ამათი პოლიტიკური მსხვერპლნი გახდნენ. ეს ორი კვირა როგორღაც უნდა გაძლონ მერე ამათი ბნელეთის სისტემა ჩამოიშლება.
გარეჯის საკითხის მოგვარება ფულით რომ ყოფილიყო შესაძლებელი ნებისმიერ ფულს ვიშოვიდი, სიამოვნებით გადავიხდიდი რათა ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილიყო. საკითხი არის ძალიან მარტივად ეს არ არის ამ კლოუნების მხოლოდ საარჩევნოს ნამოქმედარი. თურმე რუსეთისთვის აგრესიის დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა ყოფილა სამშობლოს ღალატი და ის რომ ეფ-ეს-ბემ ჩამოგიტანა რაღაცა ვითომ რუკები ეს არის სპეც-ოპერაცია. ეს არ არის მხოლოდ საარჩევნო ტრიუკი.”-განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.