ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ირაკლი ღარიბაშვილი ინტელექტისგან დაცლილი ადამიანია“ – ნიკა მელია თავდაცვის მინისტრის განცხადება აფასებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დავით გარეჯის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და დასძენს, რომ ღარიბაშვილი „ინტელექტისგან დაცლილი ადამიანია“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას ოპოზიციას მოღალატე უწოდა, მელიამ განაცხადა, რომ ელემენტარული არა ზრდილობის, არამედ განათლებისა და ინტელექტის ნაკლებობას განიცდის ბატონი ღარიბაშვილი.

„რა შეფასება შეიძლება მიეცეს ირაკლი ღარიბაშვილს? – თვითონ ის ფაქტი, რომ ბატონი ღარიბაშვილი არის თავდაცვის მინისტრი, საკმარისია იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს არჩევნებში დამარცხდეს.

ძნელად მახსენდება ინტელექტისგან ამდენად დაცლილი, განათლებისგან შორს მდგომი სახელმწიფო თანამდებობის ისეთი პირი, როგორიც არის ბატონი, ირაკლი ღარიბაშვილი.

სამწუხაროა, რომ ამ ადამიანს ელემენტარული ლექსიკაც კი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ დააფიქსიროს თუნდაც მწვავე პოზიცია ისე, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოს საზოგადოების დიდი ნაწილს. როცა ის შეურაცხყოფას აყენებს ოპოზიციას იმ ფორმით, რა ფორმითაც მას გუშინ ოპოზიცია „შეუმკია“, აქ, შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ვინაიდან დღეს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ოპოზიციას“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ტვ იმედის” ეთერში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც მინისტრმა აღნიშნა, რომ დავით გარეჯი საკითხზე საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა ჰქვია.

ცნობისთვის,  7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

იტვირთბა....