ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კოვიდკარანტინებში მყოფთათვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე საქართველოში, კოვიდსასტუმროებში მყოფი პაციენტებისთვის რეკომენტაციებს სოციალური ქსელის საშუალებით აქვეყნებს.

ქართველი ექიმი “ფეისბუქის” გვერდის საშუალებით კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ოთხ ძირითად რჩევას უზიარებს.

„1. იმოძრავეთ ბევრი ოთახში (აუცილებელია თრომბოზის პროფილაქტიკისთვის, რაც ყველაზე ხშირი გართულებაა კოვიდპაციენტებში).

2. მიიღეთ სულ მცირე ორ ლიტრამდე სითხე.

3. ელემენტარულია – გაბერეთ ბუშტი ყოველ საათში ერთხელ მაინც.

4. პაციენტები შაქრიანი დიაბეტით – კვების რაციონის მეთვალყურეობა, ხილი ამოიღეთ რაციონიდან, ვიდრე ინფექცია გაქვთ“, – წერს ირმა კვიცარიძე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 246 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7613.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 124-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....