“ჩვენი სახელები უნდა ჩაიწეროს ცხოვრების წიგნში და არა აქ, ვიყოთ სამართლიანები და ნუ შეგვეშინდება ხალხს ველაპარაკოთ. არ გვინდა დაძაბულობა. იმის მიხედვით ვერავის ვერ ავირჩევ, ვინ ვისზე უკეთესია, მე ღმერთი ავირჩიე და მინდა რომ საქართველო განვითარდეს. არ ღირს არც ერთი სკამი არც ერში არც ეკლესიაში თუ ერი არ იქნება კარგად.”
მეუფე იაკობი – ბოდბის მთავარეპისკოპოსი.
ამის შესახებ ქადაგების დროს განაცხადა.
ცნობისათვის, დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყების ცნობით, დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.