მთავარი ციტატა

 “როდესაც ოპოზიციას უყენებ ბრალს, ქვეყანა ვერ წარმოჩინდება დასავლური სტილის დემოკრატიად”- ევროპარლამენტარი

 “როდესაც ოპოზიციას უყენებ ბრალს, ქვეყანა ვერ წარმოჩინდება დასავლური სტილის დემოკრატიად. საშიშია, როდესაც წამოწევ საზღვრების ტერიტორიების დაკარგვისა და გადაცემის საკითხებს. ამით ამძაფრებ ემოციებს, რომლის გაჩერება ძალიან რთულია

ანდრიუს კუბილიუსი – ევროპარლამენტარი

აღნიშნულით ევროპარლამენტარმა დავით გარეჯის თემას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, ანდრიუს კუბილიუსმა რამდენიმე დღის წინ სიციალურ ქსელში დაწერა, რომ კუბილიუსმა კარტოგრაფებისთვის წარდგენილ ბრალსა და გამოძიებას “სასაცილო” უწოდა და თქვა, რომ ოცნება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....