მთავარი ციტატა

“გაოცებული ვარ, რომ ქართველებმა საზღვრის საკითხის წამოწევა გადაწყვიტეს, დაუჯერებელია”-კუბილიუსი

“ცხადია, რომ ძალიან საშიშია საზღვრების და ტერიტორიების მიტაცების საკითხის წამოჭრა. ამავდროულად, ძალიან მარტივია მსგავსი თემით და ოპოზიციის წინაშე ბრალდებებით წინასაარჩევნო პოლიტიკურ თამაშში შესვლა, თუმცა შემდეგ ძალიან რთულია გაჩერე..ბა. ჩვენ ვხედავთ საკმაოდ მძვინვარე კონფლიქტს მთიანი ყარაბაღის რეგიონში და ძლიერ გაოცებული ვარ, რომ ქართველებმა საზღვრის საკითხის წამოწევა გადაწყვიტეს, დაუჯერებელია.”

ანდრიუს კუბილიუსი – ევროპარლამენტარი

აღნიშნულით ევროპარლამენტარმა დავით გარეჯის თემას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, ანდრიუს კუბილიუსმა რამდენიმე დღის წინ სიციალურ ქსელში დაწერა, რომ კუბილიუსმა კარტოგრაფებისთვის წარდგენილ ბრალსა და გამოძიებას “სასაცილო” უწოდა და თქვა, რომ ოცნება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....