ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის სამართავად მედ-პერსონალის რაოდენობა არასაკმარისია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“გვაქვს გათვლა, რომ მინიმუმ 10 000 საწოლამდე საქართველოს მხოლოდ საავადმყოფოს ნაწილში შეძლებს გადაფაროს, მაგრამ მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობთ. ჩვენ გვყავს და გვესაჭიროება საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრი, რომლის რაოდენობა არა ხარისხობრივ ჭრილში, არამედ მათი ლიცენზიების კუთხითაც შეზღუდულია. აქედან გამომდინარე გვესაჭიროება არამხოლოდ საწოლ ფონდი, არამედ უნდა გავითვალისწინოთ, რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს ექიმების კუთხით, რომ შეძლოს პაციენტების მართვა.
სწორედ ამაზე დაყრდნობით, ვცდილობთ, მოვახდინოთ ვირუსის შეკავება და გადავადება, რადგან დაინფიცირებული ადამიანების ჯამური რაოდენობის მოლოდინი ჩვენ გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საავადმყოფოებში და სასტუმროებში გვყავდეს ინფიცირებულების ზომიერი რიცხვი“ – განაცხადა მინისტრმა.