“დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი, 919 ინფიცირებული, რაც რა თქმა უნდა უკვე სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, ჩვენ უახლოეს დღეებში ინფიცირებულების რაოდენობით 1000-ს გადავაჭარბებთ და ყველას უნდა გევსმოდეს, რომ ეპიდემიის სწრაფი შეჩერების გზა არ არსებობს, გარდა მკაცრი შეზღუდვებისა და “ლოკდაუნებისა.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.