ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 527 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო: დამონტაჟდა 24 ცხაური, 6 ჭა და 4 გვერდმიმღები. ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ბოლო ეტაპის სამუშაოებსაც გაეცნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ. სადმელის ქუჩა, სადაც დაახლოებით 60 წელია გზა არ შეკეთებულა, სრულად რეაბილიტირდა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება. არც სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს აღარ შეექმნებათ დისკომფორტი“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ლური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 583 000 ლარი გამოყო.