ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ არ გადავიდა კლინიკაში კოვიდ-ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ამ დროისთვის სახლში იმყოფება და ვირუსის სიმპტომებიდან მხოლოდ ტემპერატურა აღენიშნება. როგორც მომღერლი აცხადებს, თავს კარგად გრძნობს.

ნოდიკო ტატიშვილმა კორონავირუსზე შემოწმება ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ის სახლში დარჩა. მისი თქმით, დამატებითი რეკომენდაციებისთვის არავინ დაკავშირებია. ამის შესახებ მან “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

“მე მქონდა ხუთშაბათს შეხება ერთ-ერთ ქალბატონთან, ოღონდ ფიზიკურად ახლოს არა, არც გადამიკოცნია, არც ხელი ჩამომირთმევია, უბრალოდ მას გვიან მისცა სიცხე, მეორე დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი. მე ჩემი გადაწყვეტილებით გადავედი თვითიზოლაციაში. გუშინწინ აღმოჩნდა სუსტად დადებითი, გუშინ კიდევ გადაამოწმეს და დადასტურდა. არ ვარ ცუდად და ტემპერატურა დღეს დილით მქონდა 35.5, გუშინ საღამოს მქონდა 37.3” – განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.

 

იტვირთბა....