მთავარი ციტატა

“ძალიან საშიშ თამაშში მოვხვდით” – მეუფე მელქისედეკი გარეჯის თემაზე

„შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია მამა კირიონი, მაგრამ, ხომ შეიძლება მის შეფასებებში ცდებოდეს მამა კირიონი?! ხომ შეიძლება მარტო მის შეფასებებზე არ იყოს დამოკიდებული ამ ორი ადამიანის ბედი?! ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ასეთი ბრალდების დაუზუსტებლად და დაუსაბუთებლად ასეთი იარლიყის მიკერება. – ძალიან საშიშ თამაშში მოვხვდით, როგორც ვაკვირდები.”

მეუფე მელქისედეკი – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

აღნიშნუით მელქისედეკი დავით გარეჯის თემას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

 

იტვირთბა....