კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიან ყველაზე მეტი, 366 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში – 366
აჭარა – 286
იმერეთი – 104
სამეგრელო – 54
კახეთი – 13
შიდა-ქართლი – 21
ქვემო-ქართლი – 44
გურია – 13
მცხეთა-მთიანეთი – 11
სამცხე-ჯავახეთი – 3
რაჭა- 1
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 14 440 შემთხვევაა დადასტურებული.