აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, წლის ბოლომდე უკვე ცნობილი გახდება, იქნება თუ არა მზად უსაფრთხო ვაქცინა.
როგორც ფაუჩი აცხადებს, აშშ-ში ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა იქნება.
„ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში უკვე გვეცოდინება, გვაქვს თუ არა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ქვეყანაში მისი რამდენიმე მილიონი დოზა გვექნება“, – განაცხადა ფაუჩიმ.
ფაუჩი იმედოვნებს რომ იმედი 2021 წლის გაზაფხულისთვის ვაქცინა თითოეული მოაქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.