საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 208 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 14 440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში – 113.