“დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში რეალური პრობლემა არის ის, რომ არეულობაა პოლიტიკურ ველზე და ხვალინდელი დღის სტაბილურობის განცდის დანგრევას ცდილობს ყველა, მათ შორის ჩვენი ოპონენტები. მოსაგვარებელია, მაგრამ მოძველდა სოციალურ თემებზე საუბარი. ეს თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ არის მეორე თემა – სამშობლო, ქვეყანა, სტაბილურობა და ის საფრთხეები, რაც ჩვენ გარედან თუ შიგნიდან შემოგვესია. საზოგადოება ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას ითხოვს“.
გიორგი ვოლსკი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში
„რუსთავი 2-ის“ ეთერი