“ჩემთვისაც მაღალი ეჭვის შემცველია ის ფაქტი, რომ რუსეთიდან იმართება ეს ყველაფერი. რატომ? გუშინ რომ კაცი გამოჩნდა უცებ საქართველოს გადამრჩენი, ეს ადამიანი [დავით ხიდაშელი] რუსეთთან არის კავშირში. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ეს ბატონი უცებ რომ მოგვევლინა საქართველოს ამაყ შვილად, ესეც არის ჩემი აზრით დიდი თამაშის ნაწილი, რომელიც იმართება რუსეთიდან.”
გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმასენებლის’ ლიდერი
ამის შესახებ ვაშაძემ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
გამოძიებამ საქმეზე ბისნეზმენი დავით ხიდაშელის დაკითხა, რომელმაც პროკურატურას დედანი რუკები გადასცა და რომლის საფუძველზეც საქმე აღიძრა.
ხიდაშელი წლების განმავლობაში უმსხვილესი რუსული კორპორაციის სისტემას ვიცე-პრეზიდენტი იყო ინოვაციების დარგში, ხოლო მუბარაშკინი იმავე თანამდებობას იურიდიული განხრით იკავებდა. ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ.