“ძალიან არასწორი და ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს ამ მიმართულებით გასარჩევი საკითხი. დაველოდოთ, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და ვნახოთ რა იქნება“
ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
ამის შესახებ დეკანოზმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
გამოძიებამ საქმეზე ბისნეზმენი დავით ხიდაშელის დაკითხა, რომელმაც პროკურატურას დედანი რუკები გადასცა და რომლის საფუძველზეც საქმე აღიძრა.