მთავარი ციტატა

“საპატრიარქო 15 წელია ამაზე ლაპარაკობს, ახლა თვითონ მიადევნეთ თვალი”- ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საქმეზე

“ჩვენ ხომ წინასაარჩევნო გეგმებში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ, ხომ 15 წელია ამაზე ვლაპარაკობთ. გუშინ ვუსმინე დავით ხიდაშელს და მან თქვა, რომ დოკუმენტაცია ჩამოიტანა აგვისტოში და გადასცა თავდაცვის სამინისტოს. მერე, თვითონ მიადევნეთ თვალი.”

აბდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

ამის შესახებ  დეკანოზმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

გამოძიებამ საქმეზე ბისნეზმენი დავით ხიდაშელის დაკითხა, რომელმაც პროკურატურას დედანი რუკები გადასცა და რომლის საფუძველზეც საქმე აღიძრა. 

იტვირთბა....