მთავარი ციტატა

“რომ ამბობენ, არ გვინდა აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვაო – ჩემთვის პირადად, თუნდაც დაიძაბოს ურთიერთობა იმ მიწებთან დაკავშირებით”- შალვა კეკელია

“ადამიანები ამბობენ, რომ არ უნდათ, აზერბაიჯანთან ურთიერთობები გავიფუჭოთ და მზად ვართ, ტერიტორიები დავთმოთ. ჩემთვის ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩემს მიწას ისაკუთრებს და ეხება, არის მტერი. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ან ტელევიზია რომ გამოდის და ამბობენ, არ გვინდა ურთიერთობის დაძაბვაო – ჩემთვის პირადად, თუნდაც დაიძაბოს ურთიერთობა იმ მიწებთან დაკავშირებით: თუ რუსეთია ჩემთვის მტერი, ასევე ნებისმიერი ქვეყანა ჩემთვის არის მტერი, ვინც ჩვენ მიწას გვართმევს.”

დეკანოზი შალვა კეკელია – ვაკის ტაძრის მღვდელმსახური

ამის შესახებ  დეკანოზმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....