“ერთმანეთისგან უნდა გავყოთ კრიმინალური გამოძიება და ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება. მინდა გითხრათ, რომ თქვენ, ჟურნალისტებს ნამდვილ ინფორმაციაზე წვდომა არ შეიძლება რომ გქონდეთ, თქვენ ქმნით რაღაც შთაბეჭდილებას. ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საგამოძიებო სისტემა, ეს ვერ იქნება საჯარო და როცა თქვენ ადამიანს სახელმწიფო ღალატში დებთ ბრალს, თქვენ,მე მიმაჩნია ეს სრულებით გაუმართლებელ საქციელად. ამიტომ ვერავითარ ნდობას ამ ჟურნალისტურ გამოძიებას ვერ გამოვუცხადებ, მე უბრალოდ არ მჯერა.”
მეუფე ნიკოლოზი – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი
ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.