ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ დედაქალაქში დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ჯერ-ჯერობით კვლავ ლოკალური შეზღუდვები არსებობს, რადგან, მინისტრის თქმით, ასეთი შეზღუდვები კარგად მუშაობს.
“დღეს ვიმსჯელეთ საბჭოზე დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის მიღებული არ არის.
ჩვენ კვლავ ლოკალური შეზღუდვებით მივდივართ, ვინაიდან კარგად მუშაობს ეს შეზღუდვები, თუმცა მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.