“ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება ასე გავწიროთ ვიღაცეების გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ არ ვიცი… ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდნენ, მე ესე მწამს, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მოკლე დროში, ორში, სამში უკვე გაირკვევა ყველაფერი.”
მეუფე ვახტანგი – მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მიტროპოლიტი
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.