ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევები აჭარას და თბილისს უკავშირდება

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 შემთხვევა აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ავრცელებს.

მისივე თქმით, გარდაცვლილია 4 ქალი და სამი კაცი, რომლებსაც კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

„გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 109. გუშინ გარდაიცვალა 7 პაციენტი აჭარასა და თბილისში. ამ პაციენტების ასაკობრივი განაწილება არის 66 წლიდან 90 წლამდე, აქედან 4 ქალი და სამი კაცია. სხვა მონაცემები არ მაქვს. ძირითადად ამ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი თანმხლები დაავადების გართულება იყო“,-განაცხადა ენდელაძემ.

იტვირთბა....