მთავარი ციტატა

“გარეჯის გაყიდვას ვინმე შეეცადოს და ბომბით გავეკიდები” – ალეკო ელისაშვილი

“ეს არის ყურით მოთრეული წინასაარჩევნო ამბავი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეფუთოს, თითქოს ვინმემ გარეჯის გაყიდვა სცადა. გარეჯის გაყიდვას ვინმე შეეცადოს და ბომბით გავეკიდები პირველი. ვინ ეკითხება, რომელიმე ექსპერტს და კარტოგრაფს რაღაცის გაყიდვას? ამისათვის ჯერ კომისიები უნდა შეთანხმდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერონ, პარლამენტში რატიფიცირება უნდა იყოს, ჩუმად გავყიდე საზღვარი, ასე არ ხდება.”

ალეკო ელისაშვილი – პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....