ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“45 წელს გამარჯვებულ სტალინს არათუ  ერთი სიტყვით, ერთი მინიშნებითაც კი შეეძლო დავით გარეჯის საკითხის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტა…” – პეტრე ცაავა

“როცა 38 წლის რუკაზე ვსაუბრობთ, ეს არის ის პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირს მართავდა ყველაზე ანტი ქართველი დიქტატორი იოსებ სტალინი და მისი თანაშემწე ლავრენტი ბერია მართავდა. 45 წელს გამარჯვებულ სტალინს არათუ  ერთი სიტყვით, ერთი მინიშნებითაც კი შეეძლო დავით გარეჯის და სხვა სადაო ტერიტორიების საკითხი გადაეწყვიტა საქართველოს სასარგებლოდ. მან ეს არ გააკეთა და ჩვენ როგორ შეიძლება დავიჯეროთ ის, რომ იმ პერიოდში შექმნილი რუკები საქართველოს სასარგებლოდ იქნებოდა.”

პეტრე ცაავა – ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი

“TV პირველი”

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....