ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო სვეტიცხოველში წირვაზე დასწრების მსურველებს მიმართავს

საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.

მათივე ცნობით, ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა.

„აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია. 13 ოქტომბერს, ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა 10:00 საათზე“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

იტვირთბა....