ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

გლდანის ხევის N6–6ა კორპუსებთან წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება. მათ შორის, გლდანის ხევის N6–6ა კორპუსებთან წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები ორივე კორპუსის ყველა სადარბაზოში განხორციელდება. ახალი ქსელი დაახლოებით, 530 გრძივ მეტრზე მოეწყობა და გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 115 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტი გამგეობის მხრიდან 100 %-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, სამუშაოების ხუთ პროცენტს საკუთარ ანგარიშზე ათავსებს, რასაც საკუთარი ამხანაგობის  კეთილდღეობას მოახმარს.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....