ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კოვიდის დროს მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება”- თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები მძიმე დაავადებების მქონე არიან, რომლებსაც დამადებით ახალი კოვიდ-19 დაემატათ. ამის შესახებ ცერცვაძემ კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებზე საუბრისას განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, გამოისახა ერთი ტენდენცია, რომ ისევ სჭარბობს ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული ხალხი, მძიმე თანმხლები დაავადებებით.

“ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილის ასაკი არის 43 წელი. როგორი პაციენტები გამოიკვეთა, იცით? რომლებიც მძიმე პაციენტები არიან, წვანან კლინიკებში და დამატებით დაემართათ კოვიდი, ან ბინაზე იმყოფებოდნენ, გადატანილი ჰქონდათ გულის ოპერაცია, ინფარქტგადატანილები, ინსულტგადატანილები… გამოისახა ერთი ტენდენცია, რომ ისევ სჭარბობს ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული ხალხი, მძიმე თანმხლები დაავადებებით, მაგრამ რაღაც პროცენტი, ჩვენი დათვლით, დაახლოებით 10 პროცენტი, არის 65 წელზე ქვემოთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე კიდევ ერთ ახალ ტენდენციაზე საუბრობს, რომლის თანახმად, მოსალოდნელია კოვიდინფიცირებული პაციენტების სწრაფად დამძიმება.

„გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კოვიდის დროს მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება და თუ არ იქნა მყისიერი რეაგირება, შეიძლება პაციენტი გარდაიცვალოს თრომბოემბოლური გართულებით, გულის გაჩერებით ან სხვა პათოლოგიით. ძირითადად ეს ორი ტენდენციაა, რაც პრინციპში არ განსხვავდება მთელი მსოფლიოსგან“, – განაცხადა მან.

ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც პაციენტი მხოლოდ კორონავირუსით გარდაიცვალა და მას მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102-ს შეადგენს

იტვირთბა....