ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თელავში, მამაკაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, თვითმხილველების ინფორმაციით, 37 წლის კაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები.

იტვირთბა....